გალერი – ჩანაწერებზე: "მსგავსი საქციელი ევროპული პოზიციისთვის სასარგებლოდ ითვლება?"
27/04/2022 11:04:57 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი ეხმიანება გავრცელებულ ჩანაწერს, რომელშიც სავარაუდოდ, ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილისა და სავარაუდოდ, რუსი სანქცირებული ოლიგარქის ვლადიმერ ევტუშენკოვის საუბარი ისმის.
"ქართული ოცნებისგან" ვითხოვ განმარტებას, ითვლება თუ არა მსგავსი საქციელი საქართველოს ევროპული პოზიციისთვის სასარგებლოდ", წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში.
იხილეთ ასევე: ჩანაწერების სკანდალი: „რკინის ფარდის“ რომელ მხარეს ირჩევს თბილისი.


