Accentnews.ge
NDI – მოსახლეობის 74%-სთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, გახდეს NATO-ს წევრი

NDI – მოსახლეობის 74%-სთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, გახდეს NATO-ს წევრი

20/05/2019 07:46:21 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 74%-ისთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, გახდეს NATO-ს წევრი.

კვლევის თანახმად, 15%-ისთვის მიუღებელია NATO-ს წევრობა, ხოლო 10%-მა არ იცის.

NATO-ს წევრობა ყველაზე მიუღებელი ეთნიკურად სომხური დასახლებებისთვისაა. აქ მოსახლეობის 49% ამბობს, რომ NATO-ს წევრობა მიუღებელია, 28% ამბობს, რომ მისაღებია და 21%-მა არ იცის.  სიტუაცია განსხვავებულია ეთნიკურად აზერბაიჯანულ დასახლებებში, სადაც მხოლოდ 19%-ია მათი რიცხვი, ვინც ამბობს, რომ NATO-ს წევრობა მიუღებელია. 39%-ისთვის მისაღებია, ხოლო 41%-მა არ იცის. 

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. საველე სამუშაოები 28 მარტიდან 15 აპრილამდე პერიოდში ჩატარდა ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3%-ია (თუმცა, რიგ კითხვებზე, შესაძლოა, ეს მაჩვენებელი შეიცვალოს).

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S