Accentnews.ge
"ეს ჩანაწერი არაფრის მთქმელი არაა"

"ეს ჩანაწერი არაფრის მთქმელი არაა"

27/04/2022 11:49:23 პოლიტიკა

"ეს ჩანაწერი არაფრის მთქმელი არაა" , – ასე ეხმიანება პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გავრცელებულ ჩანაწერს, რომელშიც სავარაუდოდ, ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილისა და სავარაუდოდ, რუსი სანქცირებული ოლიგარქის ვლადიმერ ევტუშენკოვის საუბარი ისმის.

"საერთოდ მე არ ვთვლი, რომ პრემიერმინისტრმა უნდა გააკეთოს კომენტარი რაღაც გაუგებარ ჩანაწერებზე. ეს ერთი, გაუგებარია აბსოლუტურად არის ავთენტური საუბარი, არ არის ავთენტური, ჩემთვის წარმოუდგენელია საერთოდ ასეთ ჩანაწერებზე სპეკულირება და მითუმეტეს სერიოზული კომენტარის გაკეთება. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ ფარული, ფალსიფიცირებული საუბრების გამავრცელებლების მთავარი მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ მათი ამოცანა იყო და რის ჯერ კიდევ საქართველოში ომის დაწყება. არიან რა ისინი გამწარებულები და რომ იტყვიან სასოწარკვეთილები, ამ მსგავსი რაღაც სიყალბით ცდილობენ საზოგადოების, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანას. მე რა თქმა უნდა, მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი, ეს ჩანაწერი არაფრის მთქმელი არაა საერთოდ. მსგავსი შინაარსის ჩანაწერები არ მაინტერესებს სერთოდ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება "ფორმულას" გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვლადიმირ ევტუშენკოვი ადასტურებს, რომ მისი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი ალი უზდენოვი თბილისში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა, პრემიერმა შემდეგი აღნიშნა:

"ვერ დავიჯერებ რომ ეს ბიზნესმენი აქეთ ურეკავს "ფორმულას" ჟურნალისტს.

მისივე თქმით, მას ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა მართლაც მიმართა, რომელიც ბიზნესსექტორთან გადაამისამართა:

„რაც შეეხება შეხვედრას, საერთოდ რატომ არის ატეხილი ამხელა აჟიოტაჟი, რა მოხდა, რამე დანაშაულს ჰქონდა ადგილი, რამე ისეთი მოხდა? რაზე ველაპარაკებით ჩვენს ხალხს? ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა, კარგად მოგეხსენებათ, გუშინ გაავრცელა ვრცელი კომენტარი. მე არ ვაპირებ მისი ერთხელ გავრცელებულის კომენტირება დავიწყო და ხელახლა აგიხსნათ, თუ რას გულისხმობდა. მე მართლაც მომმართა დავით ხიდაშელმა, რომ არსებობდა გარკვეული ბიზნესშემოთავაზებები და ძალიან მარტივად ვუთხარი, რომ მე ვერ შევხვდებოდი, არ ვიყავი ქალაქში და გადავამისამართე ბიზნესსექტორთან. როგორც თავადაც დაადასტურა, აღნიშნული რუსი ბიზნესმენი ჩამოსული იყო საქართველოში დავით ხიდაშელის მოწვევით და დავით ხიდაშელთან ერთად შეხვდა ბიზნესის რამდენიმე წარმომადგენელს. მინდა, მთავარი კითხვა დავუსვა ამ აჟიოტაჟის ავტორებს და ვითომდა „სკანდალის“ გამომძიებლებს, რამე გაგრძელება, რამე შედეგი დადგა? ნული. ხაზგასმით ვამბობ, არავითარი გაგრძელება, არავითარი შედეგი თქვენს მიერ ხსენებული ბიზნესმენის შეხვედრებს საქართველოში, არ მოჰყოლია. შესაბამისად, მსგავსი სპეკულაციები აბსოლუტურად მიუღებელია. ვურჩიე, რომ ბიზნესმენებს, რომლებიც არიან იმპორტიორები თავად შეხვედროდა".

მისი თქმით, "მთელი ეს აჟიოტაჟი, ვითომ სკანდალები, აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებები იყო მიმართული ერთი მიზნისკენ, რაიმენაირად გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში".

"ვუთხარით, მათ შორის უკრაინელ მეგობრებს, რომ არანაირი მეორე ფრონტი არ იქნება საქართველოში, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ეს უსაფუძვლო ბრალდებები. ყველას ახსოვს ჯერ კიდევ ელჩის გაწვევის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, შემდეგ რაღაც ბრალდებები რძეზე, ყველზე და ახლა ხორბალზე, ამას დაემატა აღიარება უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან, რომ მათი სურვილი და ამოცანა იყო და არის მოლდოვასა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, "დღეს ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო სააკაშილი, აქ იქნებოდა ომი და მოაწყოდბნენ მეორე მარიუპოლს".

"დღეს ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო სააკაშვილი, აქ იქნებოდა ომი, აქ მოაწყობდნენ მეორე მარიუპოლს. ეს იყო განზრახვა და მინდა, მთავარი კითხვა დაგისვათ, რატომ ჩამოვიდა საქართველოში სააკაშვილი? სააკაშვილი ჩამოვიდა ერთი მიზნით, რომ მოეხდინა დესტაბილიზაცია ქვეყანაში, რევოლუცია, მასობრივი მკვლელობები, მათ შორის ოპოზიციური ლიდერების მკვლელობები და მომხდარიყო გადატრიალება. ეს პირდაპირ ნიშნავდა ოკუპირებულ ქვეყანაში ახალი ომის დაწყებას. გესმით, რამხელა ბინძურ პროვოკაციას ავარიდეთ ჩვენ. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ იმედები გავუწბილე ყველა მეგობარს, ვისაც უნდა ომი ჩემსა და თქვენს ქვეყანაში, ჩვენი ხალხის მოკვლა, გაუბედურება და განადგურება ქვეყნის, ვპირდები მათ, რომ ყოველთვის გავუწბილებ იმედებს, არანაირი მეორე ფრონტი, არანაირი მეორე ომი საქართველოში არ იქნება, ეს არის ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება", – დასძინა მან.

იხილეთ ასევე: ჩანაწერების სკანდალი: „რკინის ფარდის“ რომელ მხარეს ირჩევს თბილისი

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S