ღარიბაშვილი – "ლელოს" მიერ პრემიერის პარლამენტში ინტერპელაციის წესით დაბარებაზე: "მაშინ მივალ, როცა კანონმდებლობის მიხედვით მომიწევს"
27/04/2022 12:01:23 პოლიტიკა
"კონსტიტუციის და კანონმდებლობის მიხედვით როცა მომიწევს პარლამენტში მისვლა, რა თქმა უნდა, მივალ",, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვას პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით.
"ლელო" ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში ინტერპელაციის წესით იბარებს.
„ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში დაბარებულია საერთაშორისო სანქციების რეჟიმთან მიმართებაში ხელისუფლების პოზიციებზე და სატელეფონო ჩანაწერების შესახებ“, -ნათქვამია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ასევე: ჩანაწერების სკანდალი: „რკინის ფარდის“ რომელ მხარეს ირჩევს თბილისი


