Accentnews.ge
კობახიძე – ჩანაწერებზე: "პირველ რიგში, ამ ტელევიზიას უნდა ვკითხოთ, არის თუ არა ჩანაწერი ავთენტური და წყაროზე უნდა ისაუბროს"

კობახიძე – ჩანაწერებზე: "პირველ რიგში, ამ ტელევიზიას უნდა ვკითხოთ, არის თუ არა ჩანაწერი ავთენტური და წყაროზე უნდა ისაუბროს"

28/04/2022 07:39:23 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ცოტა ხნის წინ youtube-ზე გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობასა და წყაროზე, პირველ რიგში, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიებმა უნდა ისაუბრონ.

„ჩანაწერის ავთენტურობას რაც შეეხება, ამაზე მე ვერაფერს გეტყვით. ამასთან დაკავშირებით არ ვიცი, შეგიძლიათ, სხვანაირად მოიკითხოთ ეს ინფორმაცია. მათ შორის, წყარო თქვენთვის ცნობილია და შეგიძლიათ, წყაროსაც ჰკითხოთ, თუ ეს თქვენთვის უხერხულობას არ შექმნის. ანუ საიდან გახდა ეს ჩანაწერი ცნობილი კონკრეტული ტელევიზიისთვის. საიდან გახდა ცნობილი, ან ქართული მხრიდან, ან რუსული მხრიდან, ან აკერმანს უნდა ჩამოეტანა მაგალითად ბაკურიანში. პირველი გამორიცხულია, მეორე და მესამე ამ ტელევიზიას სერიოზულ უხერხულობას შეუქმნის. აკერმანისა და ასევე რუსული ვერსია იქნება სერიოზული უხერხულობის შემცველი კონკრეტული ტელევიზიისთვის, რომელიც დაკავშირებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პირდაპირი ფორმით. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, ამ ტელევიზიას უნდა ვკითხოთ, არის თუ არა ეს ჩანაწერი ავთენტური და მათ ამისთვის ალბათ წყაროზე უნდა ისაუბრონ. თუმცა, მე მგონია, რომ წყაროს გამჟღავნება იქნება სერიოზული უხერხულობის შემქმნელი. სამი ტელევიზია წარმოადგენს პოლიტიკურ ძალას, რომელმაც რუსეთს მოუხსნა მაგალითად უვიზო მიმოსვლის რეჟიმი რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ. ეს სამი ტელევიზია წარმოადგენს ამ პოლიტიკურ ძალას, ენმ–ზეა საუბარი და მის ტელევიზიებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იხილეთ ასევე: ჩანაწერების სკანდალი: „რკინის ფარდის“ რომელ მხარეს ირჩევს თბილისი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S