Accentnews.ge
ბიბილოვი ახალგორელებს გზის გახსნას რუსეთთან შეერთების შემდეგ დაჰპირდა

ბიბილოვი ახალგორელებს გზის გახსნას რუსეთთან შეერთების შემდეგ დაჰპირდა

28/04/2022 15:10:00 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ახალგორელებს გზის გახსნას რეგიონის რუსეთთან შეერთების შემდეგ დაჰპირდა.

„ლენინგორელებისთვის (ახლგორელებისთვის) მთავარი საკითხი არის გზა. გამშვები პუნქტების გახსნა ორი გზითაა შესაძლებელი - დიპლომატიური და რუსეთთან შეერთებით. მოტყუებით გზის გასხნა არ შეიძლება. ვიცი, რომ თითოეულ აქ მყოფს საზღვრის გარეთ ნათესავები ჰყავს, შვილიშვილები, შვილები, რომლებთანაც ლენინგორელებს (ახალგორელებს) პროდუქტები მიაქვთ და მათი ნახვა სურთ და ამ საწყალი ხალხის მოტყუებას ცდილობენ, სარგებლობენ მათი იმედით, მათი საჭიროებების პოლიტიზირებას ახდენენ. უნამუსობაა. ფიქრობთ, არ ვიცოდი, გზა რომ დამეკეტა ლენინგორის (ახალგორის) რაიონი ხმას არ მომცემდა? ვიცოდი. ასევე ვიცოდი, რომ მისი დაკეტვა აუცილებელი იყო. მაგრამ ხალხის მოტყუებას და ცრუ დაპირებებით მათ კვებას ხმებისთვის მე არ ვიზამ“,- განაცხადა ბიბილოვმა.

ბიბილოვმა ახალგორის მოსახლეობა იზოლაციაში 2019 წლის სექტემბერიდან მოაქცია. ახალგორის მცხოვრებლებმა ბიბილოვის ამ გადაწყვეტილებას 10 აპრილის ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებში უპასუხეს - დაბაში მისმა კონკურენტმა ალან გაგლოევმა 4-ჯერ მეტი ხმა მიიღო. გაგლოევი ახალგორელებს შეჰპირდა, რომ თანამდებობის დაკავების შემთხვევაში გზას გახსნის.

ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. არჩვენების მეორე ტური 8 მაისს უნდა გაიმართოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S