Accentnews.ge
ვლადიმირ ზელენსკიმ თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა და რადა დაითხოვა

ვლადიმირ ზელენსკიმ თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა და რადა დაითხოვა

20/05/2019 08:23:46 სხვა, მსოფლიო

უკრაინის არჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა და რადა დაითხოვა.

უმაღლესი რადის საზეიმო სხდომაზე მან ფიცი დადო და ძალაუფლების ოფიციალური სიმბოლოები –  პრეზიდენტის ნიშანი, ღერბის ბეჭედი და სკიპტრა მიიღო.

ამასთან, სიტყვით პირველივე გამოსვლისას მან რადის დათხოვნის შესახებ განაცხადა.

გარდა ამისა, სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყირიმი და დონბასი უკრაინის ტერიტორიებია. მან მზადყოფნა გამოთქვა, უკრაინის აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტისთვის თანამდებობა დათმოს. მან ასევე გამოთქვა მზადყოფნა, დაიწყოს დიალოგი ყველა უკრაინელი ტყვეს დასაბრუნებლად. 

ზელენსკის ინაუგურაციას ხუთი ქვეყნის – საქართველოს, ლიეტუვას, ლატვიის, უნგრეთის და ესტონეთის პრეზიდენტები დაესწრნენ. 

ცერემონიაზე მიწვეული იყო უკრაინის ყველა ყოფილი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩის გარდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S