Accentnews.ge
7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

02/05/2022 08:54:13 სამართალი

7 ნოემბრის საქმეზე ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. როგორც მოსამართლე ნინო ელიეშვილი აცხადებს, სასამართლოს ოფიციალური განცხადება არ ჰქონდა, რომლის თანახმად, პროცესის გაგრძელებას სააკაშვილის დასწრების გარეშე შეძლებდა.

„დღეს გვქონდა რამდენიმე შუამდგომლობა მომზადებული, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი ვერ მოვიდა პროცესზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ამიტომ სასამართლომ ჩათვალა, რომ სხდომის ჩატარება იყო შეუძლებელი. თუმცა, განცხადების ფორმით მოვითხოვეთ სასამართლოს დაევალებინა პენიტენციური სამსახურისთვის აუცილებელი ზომების მიღება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასაცავად. სამწუხაროდ, სასამართლომ შუამდგომლობა არ მიიღო, თუმცა დაგვპირდა, რომ დღესვე მიმართავენ პენიტენციურ სამსახურს და მოითხოვენ ანგარიშს სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვის კუთხით გაწეულ ღონისძიებებზე. იმედი გვაქვს, დამატებითი წერილის გაგზავნა გავლენას მოახდენს პენიტენციურ სამსახურზე და სააკაშვილს გაუწევენ შესაბამის დახმარებას”, - განაცხადა ექს–პრეზიდენტის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.

7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 20 მაისს 15:00 საათზე ჩაინიშნა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S