
კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება
26/04/2022 15:46:05 თავდაცვა, რეკლამა
კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება. ამ მიზნით ლიცეუმი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავს.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საინფორმაციო შეხვედრების ციკლი იმერეთის რეგიონიდან დაიწყო. ლიცეუმის წარმომადგენლები პრეზენტაციის ფორმატში მოსწავლეებს და მათ მშობლებს ლიცეუმის სასწავლო გარემოსა და საცხოვრებელი პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციას აწვდიან.
"საინფორმაციო შეხვედრები, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარისა და შიდა ქართლის რეგიონებში უკვე ჩატარდა. ლუცეუმში მოსწავლეთა ახალი ნაკადის მიღება სასწავლო წლის დასრულების შემდეგ დაიწყება. მიიღებიან მოსწავლეები, რომლებიც მიმდინარე წელს დაასრულებენ ცხრა კლასს. ლიცეუმში ჩარიცხვის მსურველებმა უნდა გაიარონ შემდეგი საფეხურები: რეგისტრაცია, გამოცდები და სამედიცინო შემოწმება. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ, იხილოთ აქ", აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.