Accentnews.ge
საქართველომ აშშ-ს ლიბანში ბაზირებული კრიმინალური ორგანიზაციის ლიდერი და მისი მოკავშირე გადასცა

საქართველომ აშშ-ს ლიბანში ბაზირებული კრიმინალური ორგანიზაციის ლიდერი და მისი მოკავშირე გადასცა

02/05/2022 11:23:02 სამართალი

ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს (DEA) მიერ ძებნილი მოჰამედ იასინი და ჰასან აბდულ რაჰმანი საქართველოდან ექსტრადირებულ იქნენ შეერთებულ შტატებში - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს.

დაკავებულები კავშირში იყვნენ ლიბანში ბაზირებულ ფულის გათეთრების ორგანიზაციასთან, რომლის მომსახურეობითაც ნარკოტიკების გამსაღებელი კრიმინალური სუბიექტები მთელი მსოფლიოდან სარგებლობდნენ.

2021 წლის სექტემბერში DEA-სთან თანამშრომლობით იასინი და რაჰმანი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა.

2022 წლის მარტში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მათი ექსტრადირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

საელჩოს ცნობით, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც DEA-ს მიერ ძებნილი პირების გადაცემა საქართველოდან მოხდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S