Accentnews.ge
Bloomberg: რუსეთს დეფოლტის თავიდან აცილების შესაძლებლობა მისცეს

Bloomberg: რუსეთს დეფოლტის თავიდან აცილების შესაძლებლობა მისცეს

02/05/2022 13:36:34 ეკონომიკა

რუსეთის სუვერენული დეფოლტი - პირველი ვლადიმირ ლენინის პერიოდის შემდეგ, კვლავ გადაიდო. აშშ-მა რუსეთს საგარეო ვალის ნაწილის დოლარში გადახდის შესაძლებლობა მისცა, - იუწყება Bloomberg აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით.

გასულ პარასკევს რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ დოლარში გადაიხადა 564,8 მლნ ევრობონდებში «Россия-22» და 84,4 მლნ «Россия-42»-ში.

აპრილის ბოლოს, მას შემდეგ, რაც აშშ-ის ხელისუფლებამ რუსეთის დაყადაღებული ანგარიშებიდან დოლარის გამოყენება აკრძალა, რუსეთი ცდილობდა, საგარეო ვალდებულებები რუბლში დაეფარა. ამან გაააქტიურა უკუათვლა დეფოლტისკენ, რომელიც ვადაგადაცილებიდან ერთ თვეში - 4 მაისს უნდა გამოცხადებულიყო.

ვაშინგტონმა მოითხოვა, რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ქვეყნის დოლარის დაუყადაღებელი რეზერვებიდან გადაეხადა და ეს პირობა შესრულდა, - წერს Bloomberg.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S