
ჩინეთმა ტაივანზე თავდასხმის შემთხვევისთვის საკუთარი უცხოური აქტივების უსაფრთხოების დაცვა გადაწყვიტა
02/05/2022 13:40:03 ეკონომიკა
ჩინეთის ხელისუფლებამ ბანკების ხელმძღვანელებთან ამერიკული სანქციებისგან ქვეყნის უცხოური აქტივების დაცვის გზები განიხილა. Financial Times-ის ცნობით, ჩინოსნები შიშობენ, რომ რეგიონული სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში პეკინის წინააღმდეგ იმის ანალოგიური ზომები შეიძლება, შემოიღონ, როგორიც უკრაინის წინაამდეგ ომის გამო რუსეთს დაუწესეს.
«თუ ჩინეთი ტაივანს დაესმება თავს, ჩინური ეკონომიკის დასავლურისგან იზოლაციის შედეგები გაცილებით უფრო სერიოზული იქნება, ვიდრე რუსეთის შემთხვევაში, რადგან ჩინეთის ეკონომიკური კავშირები მსოფლიოს ყველა კუთხე-კუნჭულს სწვდება», — განუცხადა გამოცემას შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ქვეყნის ფინანსთა საინისტროს წარმომაგენლის თქით, ბანკირებს ჰკითხეს, რა შეიძლება, გაკეთდეს ჩინეთის უცხოური აქტივების, განსაკუთრებით $3,2 ტრლნ-ის ოდენობის სავალუტო რეზერვის დასაცავად.
ცნობისთვის: სი ცზინპინის ადინისტრაცია უკრაინის მიმართ კრემლის პოლიტიკას ღიად არ გმობს, თუმცა თავს არიდებს რუსულ ორგანიზაციებთან ნებისმიერი სახის გარიგებებს, ეპუება რა დამატებით დასავლურ სანქციებს.
უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მალევე რუსეთში ჩინური საქონლის მიწოდებები მკვეთრად დაეცა. ჩინური ბანკები უარს აცხადებენ რუსულ საკრედიტო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე. აღარ იღებს გადახდებს რუსული საბანკო ბარათებით ჩინური AliExpress-იც.