
64 წლის ქალის გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით ხაშურის პოლიციამ მამაკაცი დააკავა
02/05/2022 13:42:03 სამართალი
64 წლის ქალის გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით ხაშურის პოლიციამ მამაკაცი დააკავა -იუწყება შიდა ქართლის საინფორმაციო სააგენტო.
მისი ცნობით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა კაცმა 64 წლის ქალის გაუპატიურება სცადა, შემდეგ კი, ფული და ტელეფონი წაართვა.
არსებული ინფორმაციით, 64 წლის ქალს ექიმების დახმარება დასჭირდა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
გამოცემის ცნობით, საქმეზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.