
კახეთის რეგიონში 123 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული
23/09/2019 06:30:12 ეკონომიკა, რეკლამა
რთველის საკოორდინაციო შტაბის მონაცემებით, დღეისთვის კახეთის რეგიონში 123 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული: 80 ათასი ტონა რქაწითელი, 36 ათასი ტონა საფერავი, 3 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
ამასთან, 14 ათასამდე მევენახემ სხვადასხვა ღვინის საწარმოს უკვე ჩააბარა მოსავალი.
როგორც რთველის საკოორდინაციო შტაბში აცხადებენ, ყურძნის დღეღამური გადამუშავება კვლავ 10-12 ათასი ტონის ფარგლებში რჩება, რაც რთველის პროცესის პიკურ ეტაპზე მიუთითებს.
რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია ღვინის მწარმოებელი 288 კომპანია, მათგან 172 უკვე ჩართული იყო რთველის პროცესში.
წელს კახეთის რეგიონში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან.