
აჩიკო მეფარიძეს ძალადობის მუხლით ბრალი წარუდგინეს
03/05/2022 09:32:20 სამართალი
მომღერალ აჩიკო მეფარიძეს ბრალი წარუდგინეს.
მას ქალის მიმართ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავებიან.
ქალი ყვება, რომ ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მანქანის გადასწრების გამო მეფარიძემ ჯერ ქალის მანქანას წიხლი დაარტყა, შემდეგ კარი გააღო და მას თავს დაესხა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით წარედგინა.