
მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის შოთა რუსთაველის სახელობის მთავარმა ბიბლიოთეკამ ნანა ცინცაძეს უმასპინძლა
27/04/2022 15:37:40 რეგიონები, რეკლამა
27 აპრილს, მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის შოთა რუსთაველის სახელობის მთავარმა ბიბლიოთეკამ ყველასათვის საყვარელ პოეტს, ნანა ცინცაძეს უმასპინძლა.
"პოეტის შემოქმედება მკითხველში დიდი პოპულარობით სარგებლობს, მის ლექსებზე შექმნილი სიმღერები თითქმის ყველა ქართველი მომღერლის რეპერტუარშია.
პოეზიის საღამოზე, ქალბატონი ნანა დამსწრე აუდიტორიას შემოქმედებასა და პროფესიულ გზაზე ესაუბრა, წაიკითხა საკუთარი გამორჩეული ლექსები . საღამო მუსიკალურად გააფორმა მომღერალმა თამარ მეჭიაურმა.დასასრულს პოეტმა ბიბლიოთეკას საჩუქრად საკუთარი კრებულები გადასცა. მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის დირექტომა ქალბატონმა შორენა არჯევანიძემ ცენტრის სახელით საჩუქარი უსახსოვრა თავად პოეტს, წიგნი სახელწოდებით - ,,საქართველო - რასაც არწივები ხედავენ" - აცხადებენ ცენტრში.