"თუ ვინმე თვლის, რომ ევტუშენკოვთან ნაცნობობის გამო შეიძლება, საქართველოს მოქალაქე სანქციებს დაექვემდებაროს, იგივე უნდა თქვას ბაიდენთან დაკავშირებით"
04/05/2022 13:16:14 პოლიტიკა
"თუ ვინმე თვლის, რომ ევტუშენკოვთან ნაცნობობის გამო შეიძლება, საქართველოს მოქალაქე სანქციებს დაექვემდებაროს, იგივე უნდა თქვას ბაიდენთან დაკავშირებით", - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, "ელოდება ოპოზიციის განცხადებებს ბაიდენის დადანაშაულებასთან დაკავშირებით, რომ ის ოლიგარქია, ცუდად მართავს ქვეეყანას და დემოკრატიულ ცივილიზაციას უპირისპირდება".
„ბატონ კუბილიუსს უნდა დაუსვათ კითხვა, ბაიდენიც მოიაზრება თუ არა ამ სანქციების რისკის ქვეშ. მედიიდან რა ინფორმაციაც გავარკვიე, საუბარია იმის თაობაზე, რომ ბაიდენის ოჯახს აქვს პირადი ნაცნობობა და ახლო ურთიერთობა ევტუშენკოვთან. კარგი იქნება, თუ ვიქნებით მეტად ლოგიკურად თანმიმდევრულნი, როდესაც შეფასებებს ვაკეთებთ და არ ვიხელმძღვანელებთ ორმაგი სტანდარტებით. თუ ვინმე თვლის, რომ ევტუშენკოვთან ნაცნობობის გამო შეიძლება საქართველოს რომელიმე მოქალაქე სანქციებს დაექვემდებაროს, მაშინ იგივე უნდა თქვას ბაიდენთან დაკავშირებით“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
იხილეთ ასევე: კუბილიუსი არ გამორიცხავს, რომ დღის წესრიგში დადგეს ბიძინა ივანიშვილისათვის საერთაშორისო სანქციების დაწესების საკითხი


