
„ემპათიას" ექიმები მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის ციხეში არ შეუშვეს
04/05/2022 14:42:26 სამართალი
ცენტრ „ემპათიას" ექიმები რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულება ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად არ შეუშვეს.
ცენტრის ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, ექსპერტიზაში ხელის შეშლა არის სისხლის სამართლის დანაშაული და პროკურატურას მიმართავენ.
„პასუხი არის გაუგებარი. ჩვენ ვითხოვდით ჩვენი და პატიმრის კანონიერი უფლების განხორციელებას. ახლა დავაფიქსირეთ ფაქტობრივი გარემოება, რომ ექსპერტებს არ უშვებენ ციხეში, ირღვევა ამით საქართველოს კანონმდებლობა. შევადგინეთ ოქმი, რომელსაც 5-მა ექსპერტმა მოაწერა ხელი და ხვალ ეს ოქმი გაიგზავნება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.