
მცხეთის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრისა და "ჩეხეთის ცენტრი თბილისის" თანამშრომლობის ფარგლებში გამოფენა გაიმართა
04/05/2022 16:59:40 რეგიონები, რეკლამა
დღეს მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრისა და ,,ჩეხეთის ცენტრი თბილისის’’ თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა გამოფენა სახელწოდებით „ჩემი სამშობლო ცვლილების გზებით - სახლის ისტორიები“.
წარმოდგენილი იყო ჩეხეთის რესპუბლიკაში ძველი შენობებისა და ადგილების ახალი ფუნქციის მქონე რესტავრირებულ შენობებად გარდაქმნის ისტორიების ფოტო-კოლაჟი.
გამოფენა გახსნა ,,ჩეხეთის ცენტრი თბილისის" დირექტორმა ივანა ბურსიკოვამ. ღონისძიებას ესწრებოდა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ბაჯაძე. დამსწრე საზოგადოებას, სიტყვით მიმართეს მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის დირექტორმა შორენა არჯევანიძემ და მცხეთის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა ბექა იორდანიშვილმა. დღევანდელი ღინისძიება დააგვირგვინაკონსტანტინე გამსახურდიას სახელობის მცხეთის კულტურის ცენტრის ბიჭუნათა ანსამბლმა ,,მცხეთამ" (ლოტბარი - არჩილ როინიშვილი).გამოფენა გაგრძელდება მიმდინარე კვირის განმავლობაში.