Accentnews.ge
კრემლმა რუსულ მედიას "ზემდგომებთან შეთანხმების გარეშე" რამზან კადიროვის ციტირება აუკრძალა

კრემლმა რუსულ მედიას "ზემდგომებთან შეთანხმების გარეშე" რამზან კადიროვის ციტირება აუკრძალა

05/05/2022 06:30:39 კავკასია

კრემლმა რუსულ მედიას "ზემდგომებთან შეთანხმების გარეშე" რამზან კადიროვის ციტირება აუკრძალა, მათ შორის - უკრაინაში მიმდინარე "სპეცოპერაციასთან" დაკავშირებით. ამის შესახებ გამოცემა "Проект"-ი უკრაინაში რუსეთის შეჭრისათვის მზადების შესახებ ანალიტიკურ მასალაში წერს.

როგორც გამოცემას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ანონიმურობის დაცვის პირობით აცნობა, რუსეთის ხელმძღვანელობამ ეს ბრძანება მას შემდეგ გასცა, რაც ჩეჩნეთის ლიდერს კონფლიქტი მოუვიდა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივან დიმიტრი პესკოვთან და უკრაინასთან მოლაპარაკებებზე რუსული დელეგაციის ხელმძღვანელ ვლადიმირ მედინსკისთან.

ამასთან, როგორც გამოცემა აღნიშნავს, კადიროვი ერთადერთი ჩინოსანი არ არის, რომლის განცხადებებს რუსული მედია მნიშვნელოვანი დაგვიანებით, "სანქცირების შემდეგ" ციტირებს.

3 მაისს კადიროვმა პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ "სპეცოპერაციის მეორე ფაზის დაწყებისკენ" მოუწოდა "კიევის, ხერსონის, ხარკოვის გასათავისუფლებლად". ეს - იმ ფონზე, რომ ხერსონს უკვე მეორე თვეა, რუსული ჯარი აკონტროლებს, ხარკოვი მასირებულად იბომბება, მაგრამ უკრაინელების კონტროლქვეშ რჩება, კიევზე შეტევა კი რუსებმა ჯერ კიდევ მარტის ბოლოს, ამ მიმართულებით განცდილი სრული მარცხის შემდეგ შეწყვიტეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S