ერევანში დილიდან ოპოზიციის მომხრეთა საპროტესტო აქციები განახლდა

05-05-2022 14:59:24 კავკასია

ერევანში დილიდან ოპოზიციის მომხრეთა საპროტესტო აქციები განახლდა. მომიტინგეებს, რომლებმაც ღამე დედაქალაქის ცენტრში, საფრანგეთის მოედანზე გაატარეს, ახალი მონაწილეები შეუერთდნენ, რის შემდეგაც ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ერთიანი მსვლელობა დაიწყო.

მედიის ინფორმაციით, ზოგიერთი ქუჩა გადაკეტილია, ზოგან კი პოლიცია აკავებს აქტივისტებს, რომლებიც სავალი ნაწილის გადაკეტვას ცდილობენ.

გუშინ ოპოზიციის მხარდამჭერებმა პარლამენტისა და საგარეო უწყების შენობების ბლოკირება შეძლეს.

სომხური ოპოზიცია ქუჩაში აპრილის ბოლოს პრემიერ ნიკოლ ფაშინიანისა და მისი მთავრობის გადადგომის მოთხოვნით გავიდა, რომლებსაც მთლიანი ყარაბაღის აზერბაიჯანისთვის "დათმობაში" ადანაშაულებს. 1 მაისს გამოცხადდა "გადამწყვეტი ბრძოლა" და გაისმა მოწოდება სამოქალაქო დაუმორჩილებლობის შესახებ. მას შემდეგ სომხეთის დედაქალაქში აქციები ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება.

ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გადადგომას არ აპირებენ და რომ პრემიერის გადადგომის მოთხოვნას "ფართო მხარდაჭერა არ აქვს".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები