Accentnews.ge
ზუგდიდის სასამართლომ დამნაშავედ სცნო კაცი, რომელიც ცოლსა და შვილს ბინაში კეტავდა

ზუგდიდის სასამართლომ დამნაშავედ სცნო კაცი, რომელიც ცოლსა და შვილს ბინაში კეტავდა

05/05/2022 11:43:32 სამართალი

ზუგდიდის სასამართლომ ოჯახში ძალადობაში ბრალდებული კაცი დამნაშავედ სცნო და თავისუფლების სამი წლით აღკვეთა შუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ავრცელებს.

„კერძოდ, მოძალადე წლების განმავლობაში უკრძალავდა მას გარეთ მარტო გასვლას, მეზობლებთან, მშობლებთან და ნებისმიერ გარეშე პირთან კომუნიკაციის დამყარებას. დაზარალებული გარეთ გასვლას მხოლოდ მეუღლესთან ერთად ახერხებდა, სხვა შემთხვევაში ბავშვთან ერთად ბინაში იყო ჩაკეტილი, ხოლო ბინის გასაღები მის მეუღლეს დაჰქონდა თან. დაზარალებულმა 2019 წლის 9 სექტემბერს, როდესაც ბავშვთან ერთად ჩაკეტილი იმყოფებოდა, მოახერხა პოლიციის გამოძახება, რის შემდეგაც მის მეუღლეზე დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, ხოლო მას კი მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი", - ამბობენ საიაში.

ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 111 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

დაზარალებული ქალის უფლებებს საიას ზუგდიდის ოფისი იცავდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S