
ანექსია გრძელდება: აფხაზური კლუბი შესაძლოა, რუსეთის საფეხბურთო ლიგის შემადგენლობაში შევიდეს
06/05/2022 07:32:09 კონფლიქტები
რუსეთის სპორტის მინისტრის მოადგილემ ოდეს ბეისულთანოვმა ოკუპირებული აფხაზეთის სპორტის "სახელმწიფო" კომიტეტის თავმჯდომარესთან ჯემალ გუბაზთან შეხვედრა გამართა, - იუწყება რუსული სამინისტრო.
მისივე ინფორმაციით, მხარეებმა "სოჭშა და აფხაზეთს შორის ფეხბურთის სფეროში თანამშრომლობის საკითხები, ასევე 2022/2023 წ.წ. სეზონიდან რუსეთის ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში აფხაზური კლუბის ჩართვის შესაძლებლობები განიხილეს".
"ამჟამად რუსეთის სპორტის სამინისტრო ოფიციალური სპორტული ღონისძიებების კალენდრის გადახედვის პროცესშია, ტარდება სამუშაოები შეჯიბრებების ფორმატის შესაცვლელად. საუბარია, კერძოდ, იმ გუნდებისა და სპორტსმენების ჩართვაზე, რომლებიც ამჟამად მეგობრულ სახელმწიფოებს წარმოადგენენ" - ნათქვამია რუსეთის სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.