უკრაინაში 9 ქართველი მებრძოლი დაიჭრა

06-05-2022 11:33:27 თავდაცვა

უკრაინაში 9 ქართველი მებრძოლი დაიჭრა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამის შესახებ ერთ-ერთი მებრძოლი ლადო გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მას ანასხლეტი მოხვდა და მსუბუქი კანტუზია განუვითარდა.

“როგორც ხედავთ, ვარ კარგად. შეტაკება იყო ძლიერი. ჩვენ გამოვედით დანაკლისის გარეშე. მოწინააღმდეგეებს აქვს სოლიდარული დანაკარგი. მადლობა ჩვენ ქართველ მეთაურს და ჩვენ მებრძოლ ძმებს. მადლობა ექიმებს. ერთობით გავიმარჯვებთ. როგორც მეთაურმა თქვა: ჩვენ ქართველი დაღუპული მებრძოლების სისხლი ავიღეთ“, - წერს გამსახურდია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები