Accentnews.ge
სენაკის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

სენაკის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

06/05/2022 09:54:47 რეგიონები, რეკლამა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოსირის ტერიტორიაზე, ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან 10 კილომეტრი სიგრძის სხვადასხვა კატეგორიის კოლექტორული და შემკრები არხის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, არხში წყლის გამტარუნარიანობა გაიზრდება. შედეგად, 120 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება.

დამშრობ მასივზე სამუშაოები მაისის ბოლოს დასრულდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S