
ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ქართველ კოლეგას
23/09/2019 17:36:48 სხვა, თავდაცვა
"დღეს დილას გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ. საელჩოში დაგვხვდა უცნობის მიერ გამოგზავნილი ყვავილები წერილით, რომელიც ავღანეთში 'მტკიცე მხარდაჭერის' მისიაში 2015 წელს დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ვასილ ყულჯანიშვილის ხსოვნის პატივისცემას გამოხატავს" - ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი.
"ყველა ჩვენთაგანისაგან აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში ვინც მუშაობდა ქართველ ჯარისკაცებთან ერთად, და ყველა იმათგან ვინც იბრძოდა შენთან ერთად. შენი მსხვერჰლი არ არის დაკარგული და არც დავიწყებული", ვკითხულობთ წერილში რომელიც ხელმოწერილია "ყველა ჩვენ".
ჩვენი უღრმესი პატივისცემა უცნობ ამერიკელ ჯარისკაცს და ყველა მეომარს მშვიდობისა და თავისუფლებისათვის!" - ვკითხულობთ აშშ-ში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.