დევიდ პეტრეუსი: "უკრაინელებმა რუსული არმიის კავშირგაბმულობის სისტემის დაუცველობა სათავისოდ უნდა გამოიყენონ"

06-05-2022 16:41:19 თვალსაზრისი

რუსული არმიის კავშირგაბმულობის სისტემა ცუდადაა დაცული და უკრაინას ამის სათავისოდ გამოყენების გაგრძელება ჰმართებს, - თვლის აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ექს-დირექტორი დევიდ პეტრეუსი.

«კარგადაა ცნობილი, რომ რუსების კავშირგაბმულობის სისტემა არაა დაცული რთული ალგორითმებით, სიხშირეების ნახტომისებრი ცვალებდობით. უმეტესწილად მათთან ყველაფერი ფაქტობრივად ღია წვდომით მუშაობს მაღალი სიხშირისა და მოკლეტალღოვან უშიფრო რადიოარხებზე. ისე, რომ ნებისმიერ უკრაინელს, რომელსაც პოლიციელის სკანერი გააჩნია, ან რიგით რადიომოყვარულს შეუძლია, ამ არხებზე წვდომა დაამყაროს, უსმინოს და ჩაიწეროს», – ამბობს პეტრეუსი.

მისივე თქმით, მსგავს პირობებში შესაძლებელია რუსული ჯარის სამხედრო კავშირის ჩახშობა, რაც წინა ხაზზე მყოფი უკრაინელებისთვის უდიდესი შვება იქნება.

«სწორედ კავშირგაბმულობის სისტემის დაბალი ხარისხი იქცა ამდენი რუსი სამხედრო მაღალჩინოსნის დაღუპვის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად: ასეთ პირობებში ისინი იძულებულნი ხდებოდნენ, პირადად გასულიყვნენ წინა ხაზზე და უკრაინელი სნაიპერების მსხვერპლად ქცეულიყვნენ" - განმარტავს პეტრეუსი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები