აზერბაიჯანი სომხეთთან საზღვარზე ორი ახალი საკონტროლო-გამშვები პუნქტის გახსნას გეგმავს

06-05-2022 17:13:00 კავკასია

აზერბაიჯანის მთავრობამ გადაწყვიტა, სომხეთთან საზღვარზე ორი ახალი საკონტროლო-გამშვები პუნქტი განათავსოს.

მინისტრთა კაბინეტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, პრემიერმა ალი ასადოვმა ხელი მოაწერა განკარგულებას ამ პუნქტების გუბადლის რაიონის სოფელ ეივაზლისა და ზანგილანის რაიონის სოფელ გაზანჩიში განლაგების თაობაზე.

დამატებითი საკონტროლო პუნქტები იმოქმედებს ასევე ფიზულისა და ზაგათალის საერთაშორისო აეროპორტებში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები