Accentnews.ge
ბიბილოვმა დამარცხება აღიარა, ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტი გაგლოევი იქნება

ბიბილოვმა დამარცხება აღიარა, ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტი გაგლოევი იქნება

09/05/2022 05:40:57 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 8 მაისს გაიმართა, წინასწარი შედეგებით, ოპოზიციური პარტია “ნიხასის” ლიდერმა ალან გაგლოევმა 53,67%–ით [14 505 ამომრჩეველი] გაიმარჯვა. მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ხმათა 41.3% მიიღო [11 099 ამომრჩეველი].

ბიბილოვმა დამარცხება აღიარა და გაგლოევს წარმატებული მუშაობა უსურვა.

"ჩემთვის ხალხის არჩევანი ეჭვგარეშეა, ჩემს სიტყვას ვასრულებ, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებდი. მე ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ მას [გაგლოევს] ყველაფერი გამოუვა", - განუცხადა ჟურნალისტებს ოკუპირებული რეგიონის მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა.

თავის მხრივ, გაგლოევმა აღნიშნა, რომ "მოხარულია, რომ ანატოლი ბიბილოვმა ხალხის გადაწყვეტილება მიიღო“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S