
ახალქალაქში კაცი დანითა და ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს
10/05/2022 05:50:02 სამართალი
ახალქალაქში კაცი დაჭრეს. მას 6 ჭრილობა აქვს მიყენებული - ოთხი ცეცხლსასროლი იარაღით, ორი კი დანით.
პაციენტს გადაუდებელი ოპერაცია ახალქალაქში ჩაუტარდა, შემდეგ კი კატასტროფის ჯგუფმა იგი თბილისში გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაჭრის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.