
თურქეთის ხელისუფლებამ საგარეო საქმეთა სამინისტროს 249 თანამშრომლის დაკავების ორდერი გასცა
20/05/2019 10:19:59 სხვა, მსოფლიო
თურქეთის ხელისუფლებამ საგარეო საქმეთა სამინისტროს 249 თანამშრომლის დაკავების ორდერი გასცა.
როგორც თურქული მედია იუწყება, მათ აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის ორგანიზიაციასთან კავშირს ედავებიან.
ცნობისთვის: 2016 წლის ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში 77 000–ზე მეტი ადამიანი დააკავეს, 150 000 სახელმწიფო მოხელე და სამხედრო კი სამსახურიდან დაითხოვეს.