კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
11/05/2022 08:59:12 რეგიონები, რეკლამა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 182-ე კილომეტრზე, (კალა-უშგულის მონაკვეთი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 10 მაისს კალა-უშგულის მონაკვეთზე ჩამოსული მიწა-კლდის შვავის გამო, აიკრძალა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.