11-05-2022 14:12:46 საზოგადოება
საქართველოში "ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამამ" CRRC საქართველოსთან თანამშრომლობით მთელი ქვეყნის მასშტაბით უკრაინაში ომის დაწყებამდე საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა, რომლის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი ამბობს, რომ ყალბ ამბებს ტელევიზიებში ნახულობს.
კვლევის შედეგების მიხედვით, ტელევიზია და სოციალური მედია დეზინფორმაციის ყველაზე გავრცელებულ წყაროდ მიიჩნევა: ტელევიზიას ასახელებს გამოკითხულთა 56%, სოციალურ მედიას- 38%.
კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ ხშირად აწყდება დეზინფორმაციას და არ შეუძლია მისი ამოცნობა.
კვლევა CRRC საქართველომ Zinc Network-ს დაკვეთით ჩაატარა.USAID–ს დაფინანსებით Zinc Network საქართველოში "ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამას" ახორციელებს, რომლის მიზანი საზოგადოებაში დეზინფორმაციასა და პროპაგანდის მიმართ მდგრადობის გაზრდა და საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესებაა. კვლევის ფარგლებში, სულ ჩატარდა 3 024 პირისპირ ინტერვიუ. გამოკითხვა მთელი საქართველოს მასშტაბით 2021 წლის 16 ნოემბრიდან 14 დეკემბრამდე, ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ჩატარდა. ცდომილების საშუალო ზღვარია: +/- 1.7% (იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით). გამოკითხვის შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისთვის, ოკუპირებულიტერიტორიების გარდა.