დონეცკელი სეპარატისტების ყოფილი ლიდერი კადიროვს ტყუილში ამხელს

11-05-2022 17:53:09 კავკასია ,ევროპა

უკრაინის სეპარატისტული რეგიონის "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" ყოფილი ლიდერი იგორ სტრელკოვი ჩეჩნურ ქვედანაყოფს და ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდამულ ლიდერს რამზან კადიროვს უკრაინის პატარა ქალაქ პოპასნაიას აღებასთან დაკავშირებით პიარაქციაში ადანაშაულებს.

სტრელკოვის ცნობით, ჩეჩნეთის ლიდერის განცხადების მიუხედავად, კადიროვის ერთგულ ქვედანაყოფებს არავითარი კავშირი არ აქვთ ამ დასახლებული პუნქტის დაპყრობასთან. კერძოდ, სეპარატისტი გირკინი ამტკიცებს, რომ პოპასნაია "კადიროველების ყოველგვარი რეალური ჩარევის გარეშე იქნა აღებული". ეს ინფორმაცია საიტ "კავკაზ.რეალიის" დაუდასტურეს მოხალისე ჩეჩენთა ბატალიონში, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძვის.

"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კადიროველები მიიწერენ სხვა საოკუპაციო ქვედანაყოფების მებრძოლების წარმატებას, რაც თავის მხრივ სხვა რუსული ქვედანაყოფების გაღიზიანებასა და უკმაყოფილებას იწვევს",– უთხრა მებრძოლმა გამოცემას და დასძინა, რომ ამ უკმაყოფილებას რამდენჯერმე მოჰყვა ღია კონფლიქტი.

მანამდე კადიროვმა რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა იმის თაობაზე, რომ ქალაქ პოპასნაიას დიდი ნაწილი სპეცდანიშნულების ნაწილ "ახმატ-გროზნის" მეთაურის ანზორ ბასაევისა და რუსეთის გვარდიის პოლკ "სევერის" მეთაურის, მაგომედ ტუშაევის ჩეჩენმა მებრძოლებმა აიღეს. პოპასნაიაზე კონტროლის დაწესების შესახებ კადიროვმა ჯერ კიდევ 13 აპრილს გაავრცელა ცნობა, შემდეგ 1 მაისს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "დაკავებულია ადმინისტრაციული შენობა", 5 მაისს კადიროვი იტყობინებოდა პოპასნაის "რუსი სამხედროების კონტროლის ქვეშ გადასვლის შესახებ", ხოლო 9 მაისს დაწერა, რომ "კადიროველები აგრძელებენ" პოპასნაიას წმენდას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები