Accentnews.ge
რუსული სამხედრო ტექნიკის გადაღებისთვის ჟურნალისტს 6–წლიანი პატიმრობა ემუქრება

რუსული სამხედრო ტექნიკის გადაღებისთვის ჟურნალისტს 6–წლიანი პატიმრობა ემუქრება

11/05/2022 15:29:00 ევროპა

ბელარუსის ქალაქ ბარანოვიჩში მცხოვრებ ჟურნალისტს იური განცარევიჩს ბრალი ექსტრემისტული საქმიანობის ხელშეწყობაში დასდეს და საგამოძიებო იზოლატორში მოათავსეს.

განცარევიჩი ერთი კვირის წინ დააკავეს.

გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ჟურნალისტი აცხადებს, რომ ის დააკავეს მას შემდეგ, რაც ფოტოკამერით გადაიღო რუსეთის სამხედრო ტექნიკა და სურათები დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს გადაუგზავნა.

სისხლის სამართლის მუხლი, რომლითაც განცარევიჩია სანქცირებული, 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციის მტკიცებით, ამჟამად ბელარუსის ციხეებში მედიის 25 წარმომადგენელი იმყოფება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S