Accentnews.ge
პუტინი ზელენსკისთვის ინაუგურაციის მილოცვას ჯერ არ გეგმავს

პუტინი ზელენსკისთვის ინაუგურაციის მილოცვას ჯერ არ გეგმავს

20/05/2019 10:39:50 სხვა, მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტის პრეს–სპიკერ დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი უკრაინელი კოლეგისთვის ინაუგურაციის მილოცვას ჯერ არ გეგმავს.

„პრეზიდენტ პუტინს მსგავსი გეგმები ამ ეტაპზე არ აქვს. იგი ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაციას იმ შემთხვევაში მიულოცავს, თუ ეს უკანასკნელი აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში პროგრესს მიაღწევს და რუსეთთან ურთიერთობებს დაამყარებს“, – განუცხადა ჟურნალისტებს პესკოვმა.

ცნობისთვის: უკრაინის არჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა და რადა დაითხოვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S