
უკრაინაში ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს
11/05/2022 20:12:42 სამართალი
უკრაინაში ქართველი „კანონიერი ქურდი“ მამუკა აპაკია დააკავეს. მას ივანო-ფრანკოვსკის ოლქში შესაძლო დივერსიულ საქმიანობას ედავებიან.
„კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებზე მუშაობისას, რომლებიც შესაძლოა, ჩართულნი იყვნენ დივერსიულ აქტივობებში და ოკუპანტებთან თანამშრომლობაში, გამომძიებლებმა მიიღეს ინფორმაცია „კანონიერი ქურდის“ „მამუკას“ სამალავის შესახებ ივანო-ფრანკოვსკის რეგიონში“,– განმარტავს სამართალდამცავი უწყება.
განიმარტა, რომ მან „სტატუსი“ თურქეთში 2013 წელს მიიღო. ითვლება „კანონიერი ქურდის“ ტარიელ ონიანის გარემოცვის წევრად.
45 წლის ქართველი კარპატების რეგიონში, კერძო სახლში აიყვანეს. ის რუსეთის მოქალაქეა.
მისი უკრაინიდან იძულებით გაძევების საკითხს სამართალდამცავები წყვეტენ.