
„ჩვენ მათთვის სიურპრიზი ვიყავით, არ ესმით, რა მოხდა” – როგორ აქცია კრემლმა მეგობარი მოწინააღმდეგედ
12/05/2022 13:31:41 ევროპა
მას შემდეგ, რაც ბულგარეთი, ქვეყანა, რომელიც დიდი ხანია, ითვლებოდა, როგორც მოსკოვის სანდო მეგობრად ევროპაში, შეუერთდა ევროკავშირის თანამოაზრეებს რუსეთს კიდევ უფრო მკაცრი ეკონომიკური სანქციების დაწესებაში, უკრაინას დაზიანებული სამხედრო ვერტმფრენების და ტანკების შეკეთება შესთავაზა და კიდევ უფრო მეტი რუს დიპლომატს აძევენს.
”ტრადიციულად, რუსეთს ყოველთვის ჰქონდა დიდი გავლენა აქ, მაგრამ ჩვენ მათთვის დიდი სიურპრიზი ვიყავით”, - თქვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა და დასძინა, ”მათ არ ესმით, რა მოხდა”.
ანალიტიკოსების აზრით, ურთიერთობების სწრაფი გამწვავება ბულგარეთთან, ღარიბ, მაგრამ სიმბოლურად მნიშვნელოვან ქვეყანასთან რუსეთისთვის, ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად შორს წავიდა რუსეთის უკრაინაში შეჭრა არა მხოლოდ ბრძოლის ველზე. რუსეთმა ბულგარეთს მოულოდნელად შეუწყვიტა ბუნებრივი აირის მიწოდება, რითაც მისი ყოფილი მოკავშირე ბალკანეთიდან პირველი ქვეყანა გახადა პოლონეთთან ერთად, რომელიც მოსკოვის ენერგეტიკული იარაღის სამიზნე აღმოჩნდა. ამავდროულად, პეტკოვმა თქვა, რომ მოსკოვმა წამოიწყო კიბერშეტევები, თავდასხმა ბულგარეთის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიის სერვერზე და საფოსტო სერვისებზე.
”ჩვენ ამ მომენტში მძიმე თავდასხმის ქვეშ ვართ,” - თქვა მან და აღწერა ეს, როგორც”მთავრობის რელსებიდან გადაგდების მცდელობა” შიდა არეულობის გაღვივებით.
გადარჩება თუ არა პეტკოვის ისედაც მყიფე კოალიციური მთავრობა, დიდწილად დამოკიდებულია მის უნარზე, გააერთიანოს ენერგიის ალტერნატიული წყაროები ევროკავშირის დახმარებით, რომელსაც ბულგარეთი 2007 წელს შეუერთდა და შეერთებული შტატები. პეტკოვი ამ კვირაში ეწვია ვაშინგტონს, სადაც შედგა შეთანხმება, რომ ბულგარეთი თხევად გაზს რუსულ გაზზე იაფად შეიძენს. ამასთან, განიხილავს ბინებრივი აირის აზერბაიჯანიდან მიღებას სამხრეთკავკასიური მილსადენით.
”ჩვენთვის, ცხადია, გაზპრომი ახლა წარსულშია”, - თქვა ბულგარეთის ფინანსთა მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა ვასილევმა და დასძინა, „მოსკოვმა ზედმეტად ითამაშა და ჩვეულებრივ, მოწინააღმდეგე ქვეყნებს სწრაფი ერთობლივი მოქმედებისკენ უბიძგა.
ბულგარეთმა მარტში გაიწვია ელჩი მოსკოვიდან, თუმცა რუსეთის ელჩს, რომლის საქმიანობასაც ქვეყნის პრემიერი აფასებს როგორც „პროპაგანდისტულ მანქანას“, სოფიაში დარჩენის საშუალება მისცა, თუმცა რიგ დიპლომატებს მალე სახლში გაუშვებენ. ”ახლა არის დრო, მტკიცე პოზიცია დავიჭიროთ რუსი ჯაშუშების წინააღმდეგ. ახლა დასუფთავების დროა",– თქვა პეტკოვმა.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ რუსეთის მიმართ სიმპათია ჯერ კიდევ უფრო ძლიერია ბულგარეთში, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში. მაგრამ, მარტში ბულგარეთის სახელმწიფო ტელევიზიის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, 60%–ზე მეტი მხარს უჭერს მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას, ხოლო პუტინის მოწონების რეიტინგი განახევრდა მას შემდეგ, რაც ის უკრაინაში შეიჭრა.
ხოლო როდესაც გასულ კვირას მთავრობამ წარადგინა რეზოლუცია პარლამენტში, რომელიც მას უკრაინას „სამხედრო-ტექნიკური დახმარების“ უფლებას აძლევს, სოციალისტურმა პარტიამაც კი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში რუსეთის მტკიცე მხარდამჭერი იყო, მას მხარი დაუჭირა. ერთადერთი პარტია, რომელიც წინააღმდეგი იყო, არის ნაციონალისტური ჯგუფი, რომელიც რეგულარულ საპროტესტო აქციებს აწყობდა რუსეთის მხარდასაჭერად.
ვიდრე „გაზპრომი“ ბულგარეთს ბუნებრივი აირის მიწოდებას შეუწყვეტდა, ქვეყანა რუსეთს ეყრდნობოდა მის მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის დაახლოებით 90%–ით. მაგრამ, პრემიერ-მინისტრის თქმით, რუსეთმა არასწორად გათვალა:
„თუ რუსეთზე ყველაზე მეტად დამოკიდებულ ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირში ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დაბალი მ.შ.პ. აქვს, შეუძლია, რომ პუტინს წინ აღუდგეს, ყველას უნდა შეეძლოს პუტინისთვის პასუხის გაცემა“.