Accentnews.ge
 სასამართლომ ბათუმის ყოფილი მერი პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ ბათუმის ყოფილი მერი პატიმრობაში დატოვა

24/09/2019 15:05:48 სხვა, სამართალი

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი პატიმრობაში დატოვა.

სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ასევე ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი არჩილ ვანაძე და მერიის თანამშრომელი გოგა ლომაძე.

რაც შეეხება საქმეზე ბრალდებულ კიდევ ოთხ პირს - აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბაგრატ მანველიძე,  ბათუმი მერიის თანამშრომლები ბექა ხალვაში და ნუკრი ხინთიბიძე და ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე თითოეული 100 000–ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

აჭარის მთავრობისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის შვიდი მაღალჩინოსანი პროკურატურამ 30 მაისს „იაფი სახლის“ პროექტთან დაკავშირებით დააკავა. გამოძიება მათ 1 370 076 ლარის გაფლანგვას ედავება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S