Accentnews.ge
უკრაინელებმა ლუგანსკში რუსული მი-24 ჩამოაგდეს

უკრაინელებმა ლუგანსკში რუსული მი-24 ჩამოაგდეს

13/05/2022 06:13:31 ევროპა

უკრაინულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქში რუსული სამხედრო შვეულმფრენი მი-24 ჩამოაგდეს,–ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

"12 მაისს, ლუგანსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების 81-ე ცალკეული საავიაციო ბრიგადის საზენიტო მსროლელმა მტრის 4 ვერტმფრენი აღმოაჩინა და ერთ-ერთი მათგანი სტინგერის საშუალებით ჩამოაგდო". - წერს თავდაცვის სამინისტრო ტელეგრამის გვერდზე.

კიევზე წარუმატებელი შეტევის შემდეგ, რუსეთმა ძირითადი ძალები უკრაინის აღმოსავლეთში, "დონბასზე სრული კონტროლის დასამყარებლად" გადაისროლა.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“(ISW) ექსპერტთა შეფასებით, რუსეთის არმიამ შესაძლოა, უარი თქვა უკრაინის ქალაქ იზიუმიდან სამხრეთით გარღვევაზე და უკრაინის სამხედრო ძალების სრულად ბლოკირებაზე იზიუმი-სლავიანსკი-დებალცევოს მიმართულებით.

ISW-ის შეფასებით, რუსი სამხედროები სავარაუდოდ, აირჩევენ გაცილებით მცირე მასშტაბის ალყაში სევეროდონეცკის და ლისიჩანსკის მოქცევას.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის მონაცემებით, 12 მაისის მდგომარეობით, რუსეთის სამხედრო ძალები, როგორც ჩანს, აკონტროლებენ ლუგანსკის ოლქის ქალაქ რუბეჟნოეს, აიღეს სევეროდონეცკიდან ჩრდილოეთით მდებარე სოფელი ვოევოდოვკა და უახლოეს დღეებში შეეცდებიან ქალაქ სევეროდონეცკზე შეტევას, რომელიც ლუგანსკის ოლქის იმ ნაწილში მდებარეობს, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებს.

ამასთან, ამერიკელი ექსპერტების ცნობით, გაურკვეველია, შეძლებენ თუ არა რუსეთის ძალები სევეროდონეცკის ალყაში მოქცევას და მით უმეტეს, ქალაქის დაკავებას, რადგან უკრაინის დასახლებულ პუნქტებზე იერიშისას რუსი სამხედროები ყოველთვის მნიშვნელოვან პრობლემებს აწყდებიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S