Accentnews.ge
საქსტატი - იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 33.4%–ით გაიზარდა

საქსტატი - იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 33.4%–ით გაიზარდა

13/05/2022 07:32:48 ეკონომიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 252.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 33.4 პროცენტით მეტია.

საქსტატის ცნობით, აქედან, ექსპორტი 1 587.5 მლნ. აშშ დოლარი იყო, ანუ 32.8 პროცენტით მეტი, ხოლო იმპორტი 3 665.4 მლნ. აშშ დოლარი, რაც 33.7 პროცენტით მეტია.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-აპრილში 2 077.9 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.6 პროცენტი შეადგინა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S