ომის 79-ე დღე: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

13-05-2022 12:34:04 ევროპა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსეთის არმიამ დაკარგა თითქმის 27 ათასი ადამიანი და 200 თვითმფრინავი.

კერძოდ, უკრაინის მონაცემებით, ვლადიმირ პუტინის მიერ გაჩაღებულ ომში რუსეთის დანაკარგები ასე გამოიყურება:

  • პერსონალი - 26900 (+250 გასულ დღე–ღამეში) ადამიანი,
  • ტანკები 1205 (+10),
  • დაჯავშნული საბრძოლო მანქანები - 2900 (+27),
  • საარტილერიო სისტემები - 542 (+8),
  • ზალპური ცეცხლის სისტემა [MLRS] – 193 (+2),
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები - 88(+1),
  • თვითმფრინავი - 200 (+1),
  • ვერტმფრენები - 162 (+1),
  • გემები / ნავები - 13,
  • საავტომობილო ტექნიკა და ავტოციცტერნები– 2042 (+23),
  • ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 405 (+7)
  • სპეციალური აღჭურვილობა - 41,
  • საკრუიზო რაკეტა 95(+1).

კიევზე წარუმატებელი შეტევის შემდეგ, რუსეთმა ძირითადი ძალები უკრაინის აღმოსავლეთში, "დონბასზე სრული კონტროლის დასამყარებლად" გადაისროლა.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“(ISW) ექსპერტთა შეფასებით, რუსეთის არმიამ შესაძლოა, უარი თქვა უკრაინის ქალაქ იზიუმიდან სამხრეთით გარღვევაზე და უკრაინის სამხედრო ძალების სრულად ბლოკირებაზე იზიუმი-სლავიანსკი-დებალცევოს მიმართულებით.

ISW-ის შეფასებით, რუსი სამხედროები სავარაუდოდ, აირჩევენ გაცილებით მცირე მასშტაბის ალყაში სევეროდონეცკის და ლისიჩანსკის მოქცევას.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის მონაცემებით, 12 მაისის მდგომარეობით, რუსეთის სამხედრო ძალები, როგორც ჩანს, აკონტროლებენ ლუგანსკის ოლქის ქალაქ რუბეჟნოეს, აიღეს სევეროდონეცკიდან ჩრდილოეთით მდებარე სოფელი ვოევოდოვკა და უახლოეს დღეებში შეეცდებიან ქალაქ სევეროდონეცკზე შეტევას, რომელიც ლუგანსკის ოლქის იმ ნაწილში მდებარეობს, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებს.

ამასთან, ამერიკელი ექსპერტების ცნობით, გაურკვეველია, შეძლებენ თუ არა რუსეთის ძალები სევეროდონეცკის ალყაში მოქცევას და მით უმეტეს, ქალაქის დაკავებას, რადგან უკრაინის დასახლებულ პუნქტებზე იერიშისას რუსი სამხედროები ყოველთვის მნიშვნელოვან პრობლემებს აწყდებიან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები