
თანხა, რომლის გამოც ივანიშვილი “კრედიტ სუისს” 6 წლის მანძილზე ედავებოდა, 607 მლნ 350 ათას დოლარს შეადგენს
13/05/2022 06:44:08 სამართალი
თანხა, რომლის გამოც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ “კრედიტ სუისს” 6 წლის მანძილზე ედავებოდა, 607 მილიონ 350 ათას დოლარს შეადგენს. აღნიშნულის შესახებ ივანიშვილის ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა “იმედის” ეთერში ისაუბრა.
მანამდე ცნობილი იყო, რომ “კრედიტ სუისს” ივანიშვილი თავისი ანგარიშიდან 500 მილიონ დოლარზე მეტის გაფლანგვასა და თაღლითობაში ადანაშაულებდა.
“$607 მილიონ 350 ათასი მეორე მხარემ მიიღო, როგორც უტყუარი კალკულაცია და პრაქტიკულად, მხარეთა ექსპერტებმა უკვე ერთობლივი შუამდგომლობით მიმართეს მოსამართლეს, რომ ეს თანხა იქნას დამტკიცებული”, განაცხადა ყიფიანმა.