
დიმიტრი გაბუნია პროკურატურაში დაიბარეს
24/09/2019 16:34:01 სხვა, სამართალი
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, დიმიტრი გაბუნია პრეზიდენტის შეწყალებების საქმეზე პროკურატურაში დაიბარეს. იგი გამოკითხვაზე 25 სექტემბერს 11:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.
მანამდე დიმიტრი გაბუნია აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, ვინ შეადგინა სია, რომელითაც პრეზიდენტმა მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პირი და ერთი ძებნილი შეიწყალა. მის მიმართ სიის შედგენასთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებებს "ბინძური ცილისწამება" უწოდა.
ცნობისთვის: საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის არიან მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პირი და ერთი ძებნილი.