Accentnews.ge
"უზრუნველყოფილი იყოს ჯანმრთელობის ის პირობები, რაც ყოფილ პრეზიდენტს და ქვეყანას ეკადრება"

"უზრუნველყოფილი იყოს ჯანმრთელობის ის პირობები, რაც ყოფილ პრეზიდენტს და ქვეყანას ეკადრება"

13/05/2022 11:51:26 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის საკითხს ვერ შეაფასებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ვინმე დაადასტურებს, რომ სააკაშვილის მკურნალობა საქართველოში შეუძლებელია, გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ უნდა იყოს მიღებული.

„მიმაჩნია, რომ დღეს ქვეყნისთვის, ქვეყნის რეპუტაციისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჯანმრთელობის ის პირობები, რაც ყოფილ პრეზიდენტს და ქვეყანას ეკადრება. რაც შეეხება მის გადაყვანას საზღვარგარეთ სამკურნალოდ, მე ამას ვერ შევაფასებ. როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, ვიდრე ეს არ არის დადასტურებული, ვერ ვიტყვი, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს ის სამედიცინო პოტენციალი, რომელიც ამას უზრუნველყოფს. თუ ვინმე ამას დაადასტურებს და იქნება უეჭვოდ, მაშინ უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება. მაგრამ ჩემთვის დღეს ასეთი მდგომარეობა და მოცემულობა არ არსებობს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S