Accentnews.ge
ახალგორელ დედას წეროვანში შვილის დასატირებლად გადმოსვლის საშუალება მისცეს

ახალგორელ დედას წეროვანში შვილის დასატირებლად გადმოსვლის საშუალება მისცეს

24/09/2019 17:15:38 კონფლიქტები

ახალგორის ოკუპირებულ რაიონში მცხოვრებ დედას წეროვანში შვილის დასატირებლად გადმოსვლის საშუალება მისცეს. „აქცენტის“ ინფორმაციით, დედამ დე ფაქტო საზღვარი ცოტა ხნის წინ გადმოკვეთა. 

ქალბატონს ახალგაზრდა ვაჟის დატირების შესაძლებლობა ორი დღის განმავლობაში არ ეძლეოდა.

როგორც „აქცენტს“ ახალგორელმა სამოქალაქო აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა აცნობა, ახალგაზრდა მამაკაცი წეროვანში გუშინ დილით გარდაიცვალა, დედამისს კი ვაჟის დასატირებლად დე ფაქტო საზღვრის მეორე მხარეს გადასვლის შესაძლებლობას არ აძლევდნენ.

ცნობისთვის: ოსურმა მხარემ დე ფაქტო საზღვარი „დესტაბილიზაციასთან“ დაკავშირებით 5 სექტემბრიდან ჩაკეტა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S