კადეტი ელენე ბეჟანიშვილი „ფრანკოფონია 2022“- ის ფარგლებში ჩატარებული კონკურსის „მე ვკითხულობ ფრანგულად“ გამარჯვებულია

11-05-2022 17:44:10 თავდაცვა ,რეკლამა

კადეტი ელენე ბეჟანიშვილი „ფრანკოფონია 2022“- ის ფარგლებში ჩატარებული კონკურსის „მე ვკითხულობ ფრანგულად“ გამარჯვებულია. კადეტმა ელენე ბეჟანიშვნილმა ჟაკ პრევოს ლექსი „თავისუფლება“ წაიკითხა და კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა.

„მოხარული ვარ, რომ მომეცა ამ კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა, რაც უდავოდ ლიცეუმისა და ჩემი მასწავლებლის დამსახურებაა. ფრანგული ენა ყოველთვის მიზიდავდა. ლიცეუმში გავდივარ ფრანგული ენის გაძლიერებულ კურსს, რაც ენის სირთულის დაძლევასა და სიღრმისეულად შესწავლაში მეხმარება. ვფიქრობ, წარმატების მიღწევაში ამ ენის ცოდნა ძალიან დამეხმარება, როგორც სამხედრო, ასევე, სამოქალაქო მიმართულებით. გარდა ამისა მე შევძლებ საუბარს მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ენაზე“- აღნიშნა კადეტმა ელენე ბეჟანიშვილმა.

კონკურსი „ფრანგული ენის მასწავლებელთა ასოციაციამ“ ჩაატარა. კონკურსის მონაწილეებს უნდა გადაეღოთ ორწუთამდე ვიდეორგოლი, რომელშიც ასახული იქნებოდა მათ მიერ წაკითხული ლექსი ან ფრაგმენტი ფრანგ ავტორთა ნაწარმოებიდან. საქართველოში ფრანკოფონიის დღეები უკვე რამდენიმე წელია იმართება.

„ფრანკოფონია 2022“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეგიდით ჩატარადა. პარტნიორები არიან საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, საფრანგეთის, ბელგიისა და შვეიცარიის საელჩოები. ლიცეუმში ფრანკოფონიის დღეებთან დაკავშირებით კვირეული გაიმართა. კვირეულის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა ტიპის აქტივობები, რომლებსაც ხელმძღვანელობდა ფრანგული ენის მასწავლებელი მირანდა ლომიძე. 2021-2022 სასწავლო წლიდან ლიცეუმში დაიწყო ფრანგული ენის შესწავლა. გარდა სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამისა, კადეტები სურვილის შემთხვევაში ენის გაძლიერებულ კურსს გადიან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები