კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლებმა კახეთის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართეს

13-05-2022 17:52:30 თავდაცვა ,რეკლამა

კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლები შეხვდნენ გურჯაანის, თელავის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს საჯარო სკოლების მოსწავლეებს.

ლიცეუმის სამხედრო მოსამსახურეებმა და კადეტებმა მოსწავლეებს ლიცეუმში არსებული გარემო პრეზენტაციის ფორმატში წარუდგინეს. დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია ლიცეუმში ჩარიცხვისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ. სასწავლო წლის დასრულებამდე კადეტთა სამხედრო ლიცეუმის საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში.

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ყოველწლიურად ახორციელებს მოსწავლეთა მიღებას.

ლიცეუმში ჩასარიცხად მოსწავლემ რეგისტრაცია, მისაღები გამოცდები და სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები