„უკრაინას შეუძლია, ეს ომი მოიგოს და ჩვენ მას ამაში დავეხმარებით“ – გერმანელი მინისტრი

13-05-2022 19:07:07 ევროპა

გერმანიის ეკონომიკის მინისტრის რობერტ ჰაბეკის განცხადებით, გერმანია უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასა და რუსეთის ეკონომიკაზე ზეწოლას გააგრძელებს. ამის შესახებ ჰაბეკმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეკონფერენციაზე ისაუბრა.

ჰაბეკის თქმით, გერმანია ხელს შეუწყობს მსოფლიოში ახალი ანტირუსული სანქციების დაწესებას და მიიღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც რუსეთის ეკონომიკაზე გავლენას მოახდენს.

"ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინა გადარჩა, იბრძვის, შეუძლია, მოიგოს ეს ომი და ჩვენი მთავარი გადაწყვეტილებაა, მას ამაში დავეხმაროთ მას. ეს არ იქნება მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა“,– განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, გერმანია ომის დასრულების შემდეგ უკრაინის რეკონსტრუქციის პროცესში მონაწილეობასაც გეგმავს.

„ჩვენ გვსურს, რომ აღდგენის შემდეგ უკრაინა იმაზე უკეთესი იყოს, ვიდრე ომამდე იყო". - თქვა ჰაბეკმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები