Accentnews.ge
"ფქვილის დეფიციტი არ შეიქმნება" - სოფლის მეურნეობის სამინისტრო

"ფქვილის დეფიციტი არ შეიქმნება" - სოფლის მეურნეობის სამინისტრო

13/05/2022 15:12:53 საზოგადოება

ქვეყანაში ხორბლის დეფიციტის თაობაზე სექტორის წარმომადგენლების შეშფოთებას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ეხმიანება.

როგორც უწყება განმარტავს, ქვეყანაში ხორბლის იმპორტი, დიდწილად, ფქვილის იმპორტმა ჩაანაცვლა. ამდენად, სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში მარაგი საკმარისზე მეტია, თუმცა ფქვილის და არა ხორბლის სახით.

„იაფი ფქვილის მარაგების ფონზე, ავტომატურად შემცირებულია ხორბლის იმპორტი და ხორბლის მარაგები. ქვეყანაში ხორბლის ფქვილის დეფიციტის შექმნის საფუძველი არ არსებობს. მარაგი დღეისათვის გვაქვს საკმარისზე მეტი, თუმცა გვაქვს ფქვილის და არა ხორბლის სახით. დაახლოებით თვენახევარ, ორ თვეში დაიწყება ხორბლის ადგილობრივი მოსავლის აღება. ივლისი-აგვისტო მსოფლიოში მარცვლეული კულტურების ახალი მოსავლის მიღების სეზონია. ახალი მოსავალი ახალი საფასო პოლიტიკის შემუშავებას განაპირობებს. დღეისათვის, ხორბლის ფასები მკვეთრადაა გაზრდილი, პრაქტიკულად გაორმაგებულია. იმედი გვაქვს, რომ ფასების კლების ტენდენცია დაიწყება. შესაბამისად, უკვე ამ პერიოდისთვის, საქართველოს მთავრობა შექმნილი ვითარების შესაბამისად იმოქმედებს“,- ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს განაცდებაში.

მანამდე „ბიზნესპრესნიუსთან“ წისქვილკომბინატ „ბარაქას“ დირექტორმა ლადო ბიძინაშვილმა დეფიციტის შესახებ ისაუბრა:

„მაისის ბოლომდე მარაგები გვაქვს. ძველი კონტრაქტებით შემოსული ხორბალი დარჩენილია. შემდეგ წარმოებას გავაჩერებთ“.

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი ლევან სილაგავა ამბობს, რომ საქართველოში ხორბალი მინიმალური რაოდენობით შემოდიოდა, ახლა კი წისქვილები გაჩერების პირას არიან:

„თვეებია საქართველო ხორბალი მინიმალრად შემოდიოდა, შესაბასმიად ამან უკვე იმოქმედა ხორბლის მარაგებზე. ხორბლის მარაგები სამწუხაროდ, მინიმალური და შემიძლია ვთქვა რომ უახლოეს რამდენიმე დღეში ის სამი წისქვილიც, რომლიც დღემდე მუშობდა ფაქტობრივად გაჩერდება“,- ამბობს სილაგავა და პრობლემის მოგვარების გზების მოსაძიებლად ის პრემიერ-მინისტრთან სექტორის წარმომადგენელბის შეხვედარს ითხოვს.

2022 წლის მარტში საქართველოში ხორბლის ყველაზე ცოტა იმპორტი განხორციელდა და სულ 9 963 ტონა ხორბალი შემოვიდა (3,197 მლნ დოლარი), რაც 2,3-ჯერ ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2022 წლის იანვარ-მარტში საქართველოში შემოვიდა 31 782 ტონა ფქვილი (10,322 მლნ დოლარის ღირებულების) წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 3 127 ტონა (916 ათასი დოლარის ღირებულების)

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის მონაცემებით, საქართველოში იმპორტირებული ხორბლის 94% სწორედ რუსეთზე მოდიოდა. 2021 წლის მონაცემებითვე, რუსეთიდან იმპორტირებულმა ხორბლის ფქვილმა საქართველოში მთლიანი ფქვილის იმპორტის 96% შეადგინა.

რუსეთმა პირველ ივლისამდე ხორბლისა და სხვა მარცვლეულის ექსპორტი შეწყვიტა. რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს, რომ შეზღუდვა შეეხება ხორბლის, სიმინდის, ჭვავის, ქერისა და სხვა მარცვლეული კულტურების ექსპორტს.

ამასთან, რუსული ხორბლის ექსპორტის შეზღუდვა არ გავრცელდება მოსკოვის პარტნიორ ქვეყნებზე ევრაზიულ კავშირში - ბელარუსზე, სომხეთზე, ყაზახეთსა და ყირგიზეთზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S